beautyway
  • “ვარდის

ვარდის ხის ეთერზეთი


8

აირჩიეთ ზომა:

გაზიარება

 

100% ორგანული ინდური ვარდის ხის  ეთერზეთი, მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის კოსმეტიკური დანამატის სახით, მასაჟისთვის, არომათერაპიისთვის და აბაზანისთის. ვარდის ხის ეთერზეთი გამოირჩევა ძლიერი დამატენიანებელი თავისებურებებით, მოჰყავს კანი ერთ ფერში და აუმჯობესებს მის სტრუქტურას. აფერხებს ორსულებში სტრიების წარმოქმნას. ძირითადად გამოიყენება მგრძნობიარე, მშრალი კანისთვის. არომათერაპიის დროს კი სურნელი ხსნის თავის ტკივილს, აქვს ხველების სპაზმებისა და შფოთვების მომხსნელი ეფექტი. 

 

თვისებები

დამატენიანებელი

მატონიზირებელი

დამამშვიდებელი

აღმდგენი

 

გამოყენების მეთოდები:

 

კოსმეტიკური მიზნებისთვის

კრემების, ლოსიონების, ტონიკებისა და ნიღბებში დასამატებლად 5-10 წვეთი ვარდის ხის ეთერზეთი უნდა დაუმატოთ 30მლ საბაზისო ზეთს. განკუთვნილია მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის დასატენიანებლად და ერთ ფერში მოსაყვანად.

 

საბაზისო ზეთების რამოდენიმე წარმომადგენელია: ნუშის ზეთი, ატმის ზეთი, ქოქოსის ზეთი, ჟოჟობას ზეთი, ხორბლის ზეთი.

 

მასაჟისთვის

10-15 წვეთი ვარდის ხის ეთერზეთი გააზავეთ 30 მლ საბაზისო ზეთში. დაკლებული წონის შემდგომ ხელს უწყობს კანის გამკვრივებას, ამცირებს სტრიების წარმოქმნის ალბათობას ორსულებში.

 

არომათერაპიისთვის

5-10 წვეთი ვარდის ხის ეთერზეთი დაამატეთ არომათერაპიის დიფუზორში-ამცირებს ხველების სპაზმებს, შფოთვებსა და თავი ტკივილს

 

სერტიფიკატები

ფასი
8
ნანახია
7321