beautyway
  • “ილანგ-ილანგის

ილანგ-ილანგის ეთერზეთი


20

აირჩიეთ ზომა:

გაზიარება

 

100% ორგანული ინდური ილანგ-ილანგის ეთერზეთი, მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის კოსმეტიკური დანამატის სახით, მასაჟისთვის, არომათერაპიისთვის და აბაზანისთის. ილანგ-ილანგის ეთერზეთი არის იდეალური კანის გამწმენდი, ხელს უწყობს აკნეს მკურნალობას, ნაოჭების გასწორებას და კანის ელასტიურობის მატებას. სპრეის სახით გამოიყენება აგრეთვე, როგორც მწერების საწინააღმდეგო საშუალება. ნაკაწრებზე და ჭრილობებზე გამოიყენება როგორც ანტისეპტიკური საშუალება. არომათერაპიის დროს კი სურნელი ხსნის თავის ტკივილის შეგრძნებას, აფრთხობს მწერებს, აუმჯობესებს განწყობას. 

 

თვისებები

ანტიმიკრობული

ანთების საწინააღმდეგო

გამწმენდი

რეგენერაციული

 

გამოყენების მეთოდები:

კოსმეტიკური მიზნებისთვის

კრემების, ლოსიონების, ტონიკებისა და ნიღბებში დასამატებლად 5-10 წვეთი ილანგ-ილანგის ეთერზეთი უნდა დაუმატოთ 30მლ საბაზისო ზეთს. განკუთვნილია ნაოჭებისა და აკნეს სამკურნალოდ, კანის გასაწმენდად.

 

საბაზისო ზეთების რამოდენიმე წარმომადგენელია: ნუშის ზეთი, ატმის ზეთი, ქოქოსის ზეთი, ჟოჟობას ზეთი, ხორბლის ზეთი.

 

მასაჟისთვის

10-15 წვეთი ილანგ-ილანგის ეთერზეთი გააზავეთ 30 მლ საბაზისო ზეთში.

არომათერაპიისთვის

5-10 წვეთი ილანგ-ილანგის ეთერზეთი დაამატეთ არომათერაპიის დიფუზორში-ხსნის თავის ტკივილს, აუმჯობესებს განწყობას.

 

აბაზანისთვის

დაუმატეთ 15-20 წვეთი ილანგ-ილანგის ეთერზეთი აბაზანას. აბაზანის მიღების ხანგრძლივობა მაქსიმუმ 20 წთ.

 

დამზადებულია

დაწურულია და დამზადებულია ინდოეთში. საქართველოში ჩამოტანილი და დაფასოებულია შპს ბიუთი ვეი-ის მიერ.

 

სერტიფიკატები

ბრენდი
Rakesh sandal
ფასი
20
ქვეყანა
India
ნანახია
6981